11 მაისი 2024,   13:05
ვრცლად
თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს, პარლამენტი უფლებამოსილია გამართოს რიგგარეშე სესია - მამუკა მდინარაძე

დაპირისპირებისა და კრიტიკის ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის თანხმობას ელოდება. საქმე ეხება პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, მათ შორისб პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა უნდა გადაწყდეს.

პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი აქვს. თუმცაб მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პლენარული სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც დაინიშნება. ამის უფლებას პარლამენტის თავმჯდომარეს კანონმდებლობა აძლევს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, კიდევ ერთხელ ეხმაურება პრეზიდენტის უარსб პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებაზე, განხილულიყო საკონსტიტუციო ცვლილებები ტელე ეთერით.

მამუკა მდინარაძე ასევე საუბრობს საარჩევნო სისტემაზე, რომელიც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წლისთვის კვლავ შერეული იქნება.

„ფაქტია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაეთანხმა კობახიძის შეთავაზებას, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიამ პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა მათ არგუმენტებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შერეული სისტემა დარჩება 2020 წლისთვის, ოღონდ საარჩევნო ბარიერი პროპორციულ ნაწილში დაიწევს 3%-მდე. ბლოკების გაუქმებასთან ერთად 3%-იანი ბარიერი 2020 წელს, უზრუნველყოფს პარტიების მაქსიმალურ განვითარებას,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

განმარტებებს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მაჟორიტარებს სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მყარი არგუმენტები ჰქონდა.

„მაჟორიტარ დეპუტატებს ჰქონდათ საკმაოდ სოლიდური არგუმენტები მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ. შეთანხმება 3%-იან ბარიერზე იქნა მიღწეული და ამასთან დაკავშირებით დიდი წინააღმდეგობრივი პოზიციები გუნდში არ ყოფილა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შერეულ საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის წევრები გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2020 წლისთვის საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე დაიწევს.

დღის ამბები