27 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
თანამშრომლები პროტესტს ვერ აფიქსირებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე - ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტმა ირკალი ტაბლიაშვილმა პროტესტის ნიშნად, საზოგადოებრივი მაუწყებელის ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებულ დროებით კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. ამის გამო მას ხელმძღვანელობა სავარაუდოდო, უახლოეს დროში, თავად გაათავისუფლებს. 

ჟურნალისტი მაუწყებლის ხელმძღვანელობას - ვასილ მაღლაფერიძესა და ია ანთაძეს ღია წერილით მიმართავს. 

ირაკლი ტაბლიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს მძიმე პირობებს სთავაზობს და მათ სხვა არჩევანს არ უტოვებს.

„თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თანხმდება ამ დროებით კონტრაქტს, ისინი ერთის მხრივ, შეშინებული არიან და ისინი ვერ გეგმავენ საკუთარ მომავალს და იძულებული არიან მიიღონ ეს 4-5 თვიანი კონტრაქტი. ამგვარ მძიმე პირობებს სთავაზობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, ამგვარ ჩიხში, კუთხეში ამწყვდევს მათ და ეს, ჩემი აზრით, ლახავს ამ კონკრეტული ადამიანების ღირსებას,“ - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ის ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები საკუთარი აზრის დაფიქსირებას ვერ ახერხებენ.

„ეს ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი ხმის, საკუთარი პროტესტის დაფიქსირებას იმ პროცესის მიმართ, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელში,“ - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები