27 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ ფუნდამენტური მიღწევაა - ირაკლი კობახიძე

რამდენიმე წუთში მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველ მოსმენით უყრის კენჭს. მანამდე კი უმრავლესობამ, აჭარის ახალი კონსტიტუცია ერთხმად დაამტკიცა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პარლამენტის ფუნდამენტური მიღწევაა.

„მომზადებულია სრულიად ახალი კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. ესეც არის ფუნდამენტური ცვლილება და ფუნდამენტური მიღწევა. დღეს ყველა ხარვეზი, რაც დაკავშირებულია ინსტიტუციურ მოწყობასთან, დაკავშირებულია კომპეტენციებთან, ეს ყველა ხარვეზი არის მოწესრიგებული, აქედან გამომდინარე, ეს არის საკითხი, სადაც ვართ აბსოლუტურად პირნათელი საზოგადოების წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატებს გადაწყვეტილების მისაღებად 10 წუთი დასჭირდათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები