27 აპრილი 2024,   01:46
ვრცლად
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა კაფე ბარის მშენებლობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს დღეს ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა, რომლებიც მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის მშენებლობას აპროტესტებენ.

საქალაქო სასამართლოსთან მათ აქციაც გამართეს, აქციის მონაწილეების თქმით, ქალაქის მერი მათ მხოლოდ სიტყვიერად დაპირდა, რომ ბარის მეპატრონეს მშენებლობის უფლებას აღარ მისცემს, თუმცა ტერიტორია მის მფლობელობაში რჩება.

„გვეგონა ხელისუფლებას ეყოფოდა გონიერება და დაიხევდა უკან, თუმცა მან თქვა, რომ არ აშენდება, მაგრამ საკუთრების უფლებას დავუტოვებთ. თუ არა დღეს, ხვალ, ერთი წლის მერე, ორი წლის მერე მათ ნამდვილად ექნებათ პრეტენზია მშენებლობის,“ - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა ნატო ქათამაძემ.

დღის ამბები