27 აპრილი 2024,   03:33
ვრცლად
ნიკოლოზ რაჭველი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

ნიკოლოზ რაჭველი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, კომპოზიტორსა და დირიჟორს ახალი წოდება დღეს მიენიჭა.

UNICEF-ის ელჩობამდე ნიკოლოზ რაჭველი გაეროს ბავშვთა ფონდთან ბოლო წლები აქტიურად თანამშრომლობდა. მეგობრებთნ და კოლეგებთან ერთად კი არაერთი საქველმოქმედო პროექტის ინიციატორი გახდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი საქართველოდან ბოლო წლები სცენიდან და სცენის მიღმაც, ბავშვთა უფლებების დასაცავად საზოგადოებას ხშირად მიმართავდა. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ბოლო სეზონი, ანტი-სტიგმა, სწორედ კამპანიას „დაინახე ყველაფერი“ მიეძღვნა.

ახალი სტატუსით ნიკოლოზ რაჭველი ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას გეგმავს.

საქართველოში მცხოვრები ბავშვების, განსხვავებული შესაძლებლობების, ასაკისა და ეროვნების პატარების დასახმარებლად და მათი უკეთესი მომავლისთვის ზრუნვას UNICEF-ის ახალბედა ელჩი, დღეიდან ოფიცალური სტატუსით აგრძელებს.

დღის ამბები