27 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
ყაჩაღობა ახალციხეში - დაკავებულია ორი პირი

შსს-მ ახალციხეში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცავებმა ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში, ავტოგასამართ სადგურ „არალში“, ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები