26 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება.

ფაქტს ადასტურებენ "საქართველოს რკინიგზაში," სადაც აცხადებენ რომ ფასების მატება მხოლოდ ბიზნეს კლასს შეეხება და იქ ერთი ბილეთის ფასი 55-დან 100 ლარამდე იზრდება, თუმცა განსხვავებულია ინფორმაცია  რკინგზის ცხელ ხაზზე, სადაც „კურიერს“ განუმარტეს, რომ ძვირდება ყველა კლასის ბილეთები.

იზრდება მათ შორის მეორე კლასის ბილეთების ფასიც 18-დან 26 ლარამდე, ძვირდება პირველი კლასით მგზავრობაც.

„დავაკორექტირეთ მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მაღალი საფასო სეგმენტია და  ითხოვს დამატებით კომფორტს. მეორე კლასზე დავტოვეთ ბილეთის ფასი უცვლელი, ეკონომკლასზე, ეს არის 400 ადგილიდან ახალ შვეიცარიულ მატარებელში 350 ადგილი დაახლოებით, პირველიდან შეიცვალა და იქნება ბიზნესს კლასზე და პირველ კლასზე დაკორექტირებული კლასი. პირველი კლასის შემთხვევაში 45 ლარი იყო და ხდება 60, ბიზნეს კლასის ფასი იყო 55 ლარი და ხდება 100 ლარი,“-განაცხადა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

დღის ამბები