27 აპრილი 2024,   05:58
ვრცლად
წმინდა გიორგის ეკლესიის დაზიანება - მარნეულში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

მარნეულის რაიონში წმინდა გიორგის ეკლესიასთან საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ეკლესიას, რომლის მინები ჩამსხვრეულია, დაზიანებულია შესასვლელი კარი და გარე განათების სისტემა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

შემთხვევის ადგილზე ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი სამართდალდამცავებს მოუწოდებენ, რომ ფაქტზე გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი. 

მარნეულისა  და ჰუჯაბის ეპარქიაში მომხდარს ვანდალური და ბარბაროსული აქტი უწოდეს.

მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, ან განზრახ განადგურებას გულისხმობს, სასჯელად კი ჯარიმის გადახდას ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები