27 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
სამტრედიაში პოლიციამ ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადა

სამტრედიაში პოლიციამ ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადა. შემთხვევა სამტრედიაში მოხდა, სადაც ტყეში ნაპოვნი დასახიჩრებული ცხედარი გაუჩინარებული მეზობლის, ვიაჩესლავ ბრუშკოვის ცხედრად მიიჩნიეს და დაკრძალეს.

ვიაჩესლავ ბრუშკოვის ახლობლებმა ექპერტიზის ბიუროსა და პოლიციისგან დასტური მიიღეს, რომ ეს ნამდვილად ვიაჩესლავი იყო და დაკრძალეს. სხვისი ცხედრის დატირების შესახებ მათ მაშინ გაიგეს, როდესაც ბრუშკოვმა ოჯახის წევრებს თავად მიაკითხა.

46 წლის მამაკაცი 2015 წლიდან დაკარგულად იყო გამოცხადებული მაშინ, როდესაც ვიაჩესლავი ბათუმის მესამე დაწესებულებაში ქურდობისთვის სასჯელს იხდიდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პოლიციამ ექსპერტიზის ბიუროს მხოლოდ გარდაცვალების მიზეზის დადგენა მოსთხოვა და არა ცხედრის იდენტიფიცირება. რატომ არ მოისურვა შსს-მ გარდაცვლილის ვინაობის გაგება, სამართალდამცავ სტრუქტურაში არ საუბრობენ.

შედეგად, საპატიმროში მყოფმა 46 წლის მამაკაცმა ინფორმაცია საკუთარი გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ საკუთარ საფლავზე დადის, გარდაცვლილის ვინაობა კი კვლავ უცნობია.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები