27 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
ყოველ საათს უფრო იმედგაცრუებული ვხდები - ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მმართველ გუნდს და პრეზიდენტს შეხვდა. მათთან შეხვედრების დასრულების შემდეგ ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო პროექტის მიღება კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია. ჯანი ბუკიკიო დღეს ოპოზიციის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდება.

ჯანი ბუკიკიომ მხარეებს კონსენსუსის მიღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისიც მიიღებს ამაში მონაწილეობას.

„პროცესი დაბლოკილია, რადგან არ არსებობს კონსენსუსი პროექტზე, რომელიც ვენეციის კომისიაში შევამოწმეთ, როგორც ადრე ვთქვი, პროექტი მართლაც კარგი იყო, შეიძლებოდა მისი გაუმჯობესება. ჩვენი მოსაზრებების წარდგენის შემდეგ, რაღაც ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ, ამ ცვლილებებს არ ეთანხმებიან სხვა პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით კი, ოპოზიციაში. ამიტომ, დავპატიჟე ყველა პასუხისმგებელი პირი, რომ წავიდეთ შესაძლო კომპრომისებზე, რომ მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს და რომ მივიღოთ კონსტიტუციის ლეგიტიმური ტექსტი, საჭიროა დიალოგი უმრავლესობას და უმცირესობას შორის. მათ უნდა მიაღწიონ კომპრომისს," - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

ჯანი ბუკიკიო აღნიშნავს, რომ უფრო და უფრო იმედგაცრუებული ხდება, როდესაც ხედავს, რომ ძნელდება დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება.

„გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათს უფრო იმედგაცრუებული ვხდები, რადგან მჯეროდა ქართული პოლიტიკური კლასის, რომ გადადგამდა წინ ნაბიჯს უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის მისაღებად, დღეს კი კრიზისშია შესული,“ - აცხადებს ჯანი ბუკიკიო. 

დღის ამბები