27 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
ავარიის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი თურქეთის საავადმყოფოებში რჩება

ამ დრომდე თურქეთის საავადმყოფოებში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული რამდენიმე პირი. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მძიმეა ანსამბლის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის რეანიმაციაშია მოთავსებული.

საქართველოში გამომგზავრებამდე, ანსამბლის დანარჩენ წევრებსა და თანმხლებ პირებს ტრაპიზონსა და გირესონში პირველადი დახმარებები ჩაუტარდათ. მათი ნაწილი დაკითხა პოლიციამაც.

საქართველოსკენ მათი გამომგზავრება საკონსულოდან მოხდა, სადაც დაშავებულები აჭარის მთავრობის წევრებმა მოინახულეს.

დღის ამბები