26 აპრილი 2024,   23:28
ვრცლად
როდის გაიხსნება ახალი სეზონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უცნობია -შეთანხმება ვერ შედგა

როდის გაიხსნება ახალი სეზონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჯერ უცნობია. არხზე მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გადის. 

სამეურვეო საბჭოს სხდომა, 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრაზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის ტექნიკურ საკითხებს.

„იყო ცხადია გარკვეული ტიპის საკითხებზე საუბარი, მათ შორის ეს არის ტექნიკური გადაიარაღების საჭიროება, ეს არის ის აუცილებელი ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს მაუწყებელმა, მათ შორის ტექნიკის შესყიდვა, მონტაჟი, გამართვა, ადაპტირება. ეს დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ პროცედურებთან. ის, რომ მაუწყებელს არ აქვს ის ფინანსური საშუალება, რომ თავად ტენდერი გამოაცხადოს, სჭირდება სესხი ამისთვის, გარკვეული რესურსის მოძიება. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიცოდე, რომ სრული გარანტია იყოს იმის, რომ იანვრის თვეში, თუკი მენეჯმენტი საუბრობს, ახალი ეთერი დაიწყება,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესაძლოა სეზონი გაგრძელდეს სექტემბრიდან, თუმცა მისი თქმით, განახლებული ეთერი იანვრის შემდეგ იქნება.

დღის ამბები