27 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
გონიოს სანაპიროზე ზღვის ღორის გამორიყვის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გონიოს სანაპიროზე ზღვის ღორის გამორიყვის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოში ძირითად მიზეზებზე საუბრობენ.

სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ გუჩმარიძე მოსახლეობას გამორიყულ დელფინებთან კონტაქტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ზღვის წყლის ხარისხი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, ეს არის ის კომპლექსი, რომელიც პროვოცირებს სხვადასხვა ინფექციების არსებობას... რეკომენდირებული არ გახლავთ გამორიყულ დელფინთან კონტაქტი. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ ასეთ შემთხვევაში მიმართოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს და სანიტარული დასუფთავების სანიტარულ სამსახურებს,“ - განაცხადა არჩილ გუჩმარიძემ. 

დღის ამბები