03 მაისი 2024,   07:19
ვრცლად
სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა - ევროპის საბჭოს ქართულმა ოფისმა პროექტი დაიწყო

ევროპის საბჭოს ქართულმა ოფისმა ოფიციალურად დაიწყო პროექტი, რომელიც საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სასამართლო სისტემაში არსებულ პროგრესზე საუბრობს და მაგალითად მოჰყავს ის პროცესები, როდესაც მოქალაქე სახელმწიფოს წინააღმდეგ დავას იგებს.

„უკვე ვთანხმდებით ყველანი, რომ სამი ეტაპის რეფორმის შემდეგ პროცესი არ შეჩერდება და გაგრძელდება ახალი ეტაპი. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე იმ საკითხებზე საუბრობს, რომლის განხილვაც პრეზენტაციაზეა დაგეგმილი.

„საუბარი არის, როგორც საბჭოს მიმდინარე მუშაობასთან დაკავშირებით, ისე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე - მოსამართლეთა დანიშვნის, უვადოდ გადანიშვნის საკითხებთან მიმართებაში, სადაც ცალსახად არის მიმართულება დასაბუთებული გადაწყვეტილების საჭიროების არსებობაზე და ბუნებრივია, საბჭო ამ მიმართულებით, როგორც დღევანდელი პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე იმ შეხვედრაზე, რომელიც სპეციალურად საბჭოს მიერ ცალკე დაეთმობა პროექტის განხილვას, იქნება უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. 

დღის ამბები