27 აპრილი 2024,   01:46
ვრცლად
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს ხანში ამოქმედდება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს ხანში ამოქმედდება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ყარსში თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა.

გიორგი გახარიამ ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან ერთად, საქართველო-თურქეთის საზღვრამდე პირველი მატარებლით იმგზავრა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის აშენდა.

მოდერნიზებულ მატარებელში მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, სადაც პროექტის მიმდინარეობა განიხილეს.

დღის ამბები