03 მაისი 2024,   03:20
ვრცლად
ვინც დასაკითხია, ყველა დაიკითხება - შალვა ხუციშვილი თათია დოლიძის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი თათია დოლიძის საქმეზე „ქართული მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორის დაკითხვას ეხმიანება. შალვა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი დაიკითხება.

„რა თქმა უნდა, ვერ შევაფასებ, ვის ქმედებაში არის დანაშაულის ნიშნები და ვის ქმედებაში არა. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა და პოლიცია მოწოდებულია იმისთის, რომ უზრუნველყოს ეს თავისუფლება. ვინც დასაკითხია, ყველა დაიკითხება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

დღეს ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია კორკოტაშვილმა გამოძიების კითხვებს უპასუხა და მთავარი სამმართველო კომენტარის გარეშე დატოვა. თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის განცხადებას მოჰყვა, სადაც აღმაშენებელზე გამართულ აქცის რუსული სცენარი უწოდა. 

დღის ამბები