01 მაისი 2024,   18:34
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - მედიის წარმომადგენლები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქართველი კოლეგები შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან.

მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კითხვები, რომელიც საქმესთან დაკავშირებით ჩნდება, ამ დრომდე უპასუხოა. ისინი პარლამენტის როლის გაზრდაზე მიუთითებენ და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.

„ჩემთვის მთავარია მივიღო კითხვაზე პასუხი, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან ბაქოში ჟურნალისტი, ისე რომ არავის არაფერი დაუნახავს,“ - აღნიშნა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ვერსია მიუთითებს, რომ „რაღაცამ ამ ქვეყანაში ცუდად იმუშავა". მისი თქმით, გულისხმობს ან სასაზღვრო ნაწილს, ან უსაფრთხოების ნაწილის და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთალის საქმესთან დაკავშირებით, სუს-ის კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დროებით თანამდებობები დატოვეს. 

 

დღის ამბები