27 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს დღეს გადაუგზავნის

საქართველოს პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს დღეს გადაუგზავნის. საკანონმდებლო ორგანო კი, ორივე ვეტოს დაძლევაზე უკვე მომავალ კვირას იმსჯელებს, თუმცა, მანამდე მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს გაეცნობა.

კენჭისყრამდე დეპუტატები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საკომიტეტო ფორმატში განიხილავენ და მას კანონმდებლებს მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი წარუდგენს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ ბიურო ორშაბათს იმსჯელებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პლენარული სხდომა ქუთაისის პარლამენტში სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება და საპარალამენტო უმრავლესობას ვეტოს დასაძლევად კიდევ ერთხელ მოუწევს საკუთარი გუნდის მობილიზება.

გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონსა და სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე გუშინ გამოიყენა. 

დღის ამბები