27 აპრილი 2024,   02:38
ვრცლად
შალვა ხუციშვილი ოზურგეთში ორი მამაკაცის მანქანაში ჩაცხრილვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

ოზურგეთში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კომენტარს არ აკეთებს. შალვა ცუხიშვილი დღეს პარლამეტში საკომიტეტო განხილვაზე იმყოფებოდა, თუმცა, „კურიერის“ კითხვებისთვის პასუხი აღარ გაუცია.

„ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით, მოგვიანებით... მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,“ - აცხადებს შალვა ხუციშვილი.

გუშინ ოზურგეთში წარსულში ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსის მატარებელი პირი და მისი სიძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები