27 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
"უმჯობესია ოპოზიციამ კონკრეტული წინადადება წარმოადგინოს" - დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის მიერ ვენეციის კომისიისთვის მიმართვაზე საუბრობს

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს სპეციალური განცხადებით მიმართავენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი, რომელსაც საარჩევნო გარემო უნდა გაეუმჯობესებინა, რეალურად ჩიხშია შესული.

“საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებას უკვე მიღებული აქვს იმიტომ, რომ წინასწარვე გაცხადებული აქვს, რომ პრაქტიკულად პრინციპული საკითხების გადახედვას არ აპირებენ. ამ ვითარებაში ოპოზიცია ბუნებრივია, რომ კონსულტაციებში მიღების აზრს ვერ ხედავს, მაგრამ თავს ვალდებულად თვლის ამის შესახებ ვენეციის კომისია საქმის ყურში ჩააყენოს თუ რატომ არ განიხილება ამ ეტაპზე კონსულტაციები და სად გადის წითელი ხაზები“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კალანდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარის გიგი წერეთელის თქმით, ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე, შეხვედრებს შესაძლებელია არაფერი არ მოჰყვეს.

“როდესაც კეთდება განცხადებები დიალოგთან დაკავშირებით, რეალურად ეს ყველაფერი ჩაშლის პირას არის იმიტომ, რომ ამ დიალოგს, ამ შეხვედრებს შესაძლებელია არაფერი არ მოჰყვეს, ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე“ - აღნიშნა წერეთელმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, უმჯობესია ოპოზიციამ  კონკრეტული წინადადება წარმოადგინოს.  

კონსესუსისთვის მმართველი გუნდი არის მზად, მაგრამ კონსენსუსი მისაღწევად არ არის საკმარისი ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ვენეციის მისამართით კეთდებოდეს განცხადებები. უმჯობესია, რომ ასევე წარმოადგინონ ის შენიშვნები, თუ რა შემთხვევაში თანხმდებიან და რა შემთხვევაში შეიძლება მათი მხრიდან კონსენსუსი მიღწევა, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ წინადადებას, რაც დღემდე არ ჩანს,“ - განაცხადა ხუნდაძემ.      

დღის ამბები