26 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
შემოსავლების სამსახური ნიკა გვარამიას პასუხობს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, მიერ 21 ივლისს ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად: საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს და ამდენად, "ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა". 

დღის ამბები