27 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
გორში კორპუსის მესამე სართულიდან 8 წლის ბავშვი გადმოვარდა

გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან, 8 წლის ბავშვი გადმოვარდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებული ბავშვი საავადმყოფო ”გორმედიში” გადაიყვანეს. მას ექიმები კვლევებს უტარებენ.

მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდნილ ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, დაზიანებები აქვს თავის არეში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბავშვს თბილისის ბავშვთა სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

დღის ამბები