26 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
იგორ გიორგაძე, საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება

უშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე, საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება. ის გამამართლებელ განაჩენს რუსეთში ელოდება.

საქმე ნომერი 928 იგორ გიორგაძის წინააღმდეგ ყველა იმ ბრალდებას აერთიანებს, რომელსაც უშიშროების ყოფილ მინისტრს პროკურატურა 1990-იანი წლებიდან ედავება. მათ შორისაა ედუარდ შევარდნაძის მიმართ 1995 წლის აგვისტოში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაც.

ადვოკატების ინფორმაციით, შოთაძის უწყება გიორგაძის ბრალის დამტკიცებას 23 წლის წინ მოპოვებული მტკიცებულებებით ცდილობს. საქმის სასამართლოში გადაგზავნის მიუხედავად, სახელმწიფო ბრალდებას არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.

ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საფუძველს სახელმწიფო ბრალდება ვერ ხედვას. შოთაძის უწყებაში სჯერათ, რომ სასამართლო გიორგაძეს დამნაშავედ სცნობს.

იგორ გიორგაძე, რომელიც წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში წლების განმავლობაში ირიცხებოდა, ბაზაში ერთი წელია, აღარ იძებნება. პროკურატურა ინტერპოლის გადაწყვეტილებას გიორგაძის ძებნილთა სიიდან ამოღების შესახებ "გაურკვევლობად, აფასებს.

იგორ გიორგაძის საქმის არსებითი განხილვა სასმართლოში ბრალდების მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა და საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე თვეში დასრულდება. სწორედ ამ დროს გაირკვევა, ჩამოვა თუ არა უშიშროების ყოფილი მინისტრი, რომელმაც 23 წლის წინ თავი რუსეთს შეაფარა. კომენტარს გიორგაძე სასამართლოს დასრულებამდე არ აკეთებს.

დღის ამბები