27 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
მუქარები, შეურაცხყოფა, რაც თათია დოლიძის მიმართ განხორციელდა, ქართველობას ეწინააღმდეგება - ბაია პატარაია

„ის მუქარები, ის უკიდურესი შეურაცხყოფა, რაც განხორციელდა თათია დოლიძის მიმართ, ეწინააღმდეგება ქართველობასაც, ადამიანის უფლებებს, ქალის პატივისცემას და ყველა იმ ქართულ ღირებულებას, რომლის დასაცავად, თითქოს, ისინი იბრძვიან,“ - ეს განცხადება ქალთა მოძრაობის დამფუძნებელმა და კავშირ საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ე.წ. ქართული მარშის პოზიცია კრემილის და რუსეთის პოზიციას ემთხვევა. 

ბაია პატარაია დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ თათია დოლიძის მისამართით გაჟღერებულ მუქარაზე დაიწყო გამოძიება, თუმცა ის არ არის ოპტიმისტურად განწყობილი გამოძიების დასრულებით.

16 ივლისს ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორებმა გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ ელჩს თათია დოლიძეს, მის მიერ დაწერილი ფეისბუქ პოსტის გამო, რომელშიც მან ეს მარში გააკრიტიკა, საჯაროდ გაუპატიურებით დაემუქრნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები