27 აპრილი 2024,   06:38
ვრცლად
მილანში ქართველების ჯგუფი დააკავეს - დაკავებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილი

მილანში ქართველების ჯგუფი დააკავეს. დაკავებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილი. ჯგუფის ხელმძღვანელი იტალიელი იყო. მასთან ერთად კი კიდევ ოთხი ქართველი მოქმედებდა.

მილანის პოლიცია ჯგუფის აყვანას თვეების განმავლობაში ცდილობდა. მათი დაკავება კი მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს კრიმინალებს ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ.

2017 წელს იტალიაში ბინების გაქურდვაზე სულ 61 ადამიანი დააკავეს, აქედან 18 საქართველოს მოქალაქეა.

იტალიაში საქართველოს საელჩოში ქართველების დაკავებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

დღის ამბები