27 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
ყველა პრობლემა მოდის არასაკმარისი წიგნიერებიდან და გაუნათლებლობიდან - ლაშა ბუღაძე

„ყველა პრობლემა მოდის არასაკმარისი წიგნიერებიდან და გაუნათლებლობიდან,“ - ეს განცხადება მწერალმა ლაშა ბუღაძემ არჩევანის პირდაპირ ეთერში სეკულარიზმისა და ქართულ ტრადიციების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ადამიანებს ადათ-წესების დაკარგვის შიში გაუნათლებლობით უჩნდებათ.

„ეს არის სინამდვილეში ყველაზე დიდი პრობლემა. შეიძლება, ვიღაცა რომელიმე ქვეყნის რომელიღაცა დავალებით აკეთებდეს, მაგრამ ვიღაცას შეიძლება, გულწრფელად სჯეროდეს, რომ არსებობს ვიღაცა, ვინც წაგართმევს იდენტობას, რელიგიას და სხვა. ეს გაუნათლებელ ადამიანს აქვს ასეთი შიშები მხოლოდ,“ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

მისი აზრით, ქართული ეკლესიისა და ტრადიციების დისკრედიტაცია სწორედ ე.წ. ქართველთა მარშზე დავით აღმაშენებლის ხატის წამძღვარებაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები