03 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
გამოკითხულთა 32% თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს - NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32% საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს. 

კითხვაზე, რა არის სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში - 32% მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩეველთა მოსყიდვაა.

18%-ის აზრით, მთავარ დაბრკოლებას ამომრჩეველთა შევიწროება წარმოადგენს.

ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვას მიიჩნევს 14%;

საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტინების ჩაყრას ასახელებს 12%;

12%-ის აზრით, პრობლემაა ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატისთვის სამსახურის შესანარჩუნებლად;

ე.წ. კარუსელს ასახელებს გამოკითხულთა 11%;

ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემა მიაჩნია უმთავრეს დაბრკოლებად გამოკითხულთა 10%-ს; ასევე 10% თვლის, რომ უმთავრეს დაბრკოლებად რჩება თანამშრომლის იძულება დამსაქმებულის მიერ, მონაწილეობა მიიღოს კამპანიაში.

დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა. სულ საქართველოს მასშტაბით 2261 პირი გამოიკითხა. 

დღის ამბები