07 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
ყველაფერი თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის - სოფიო კილაძე სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე აცხადებს, რომ ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რათა მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

„მიხეილ სააკაშვილი არის, ვიტყოდი, გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს არც საქართველოში და როგორც ვხედავთ, არც უკრაინაში. ყველაფერი თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, როდესაც შეიქმნება შესაბამისი გარემოებები, აუცილებლად, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები გაატარებენ ყველა იმ საჭირო და აუცილებელ პროცედურებს, რომლებიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს პოლიტიკური დევნის ნიშნები არ გააჩნია.

„ვერ ვხედავ ვერანაირი პოლიტიკური დევნის ნიშნებს ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დღის ამბები