06 მაისი 2024,   04:49
ვრცლად
ბატონი ნეთანიაჰუ არის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი - გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელში ვიზიტი შეაფასა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისრაელში საკუთარი ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მან ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში დაპატიჟა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნეთანიაჰუს მონაწილეობით, საქართველოში შემოდგომაზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგება.

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბატონი ნეთანიაჰუ არის ნამდვილად გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი და მისი ჩამოსვლა ბიზნესდელეგაციასთან ერთად, ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები