06 მაისი 2024,   05:17
ვრცლად
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

ამ წუთებში ამერიკის ვიცე პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შერეული სამხედრო საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ისინი ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცებს მიმართავენ, რომლებიც მრავალეროვან სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში იღებენ მონაწილეობას.

ცნობილია, რომ შეხვედრისას აქცენტები გაკეთდება საქართველოს საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის მცოცავ ოკუპაციაზე და რუსულ აგრესიაზე. მაიკ პენსისა და გიორგი მარგველაშვილის მიმართვა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც სპეციალურად ღონისძიებისთვის და სწავლებისთვის არის ჩამოყვანილი. ტერიტორიაზე განთავსებულია სწორედ ის ტექნიკა, რომელიც „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში იღებს მონაწილეობას.

ბაზაზე იმყოფებიან საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მასთან ერთად იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ასევე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. ისინი შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართავენ. 

 

 

 

 

დღის ამბები