06 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
"სწრაფვა თავისუფლებისთვის აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს"- გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

"სწრაფვა თავისუფლებისთვის აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები ვართ,“- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა შერეული სამხედრო საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე გააკეთა, სადაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტიც იმყოფება.

გიორგი მარგველაშვილმა "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ამერიკის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. მარგველაშვილმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე. 

როგორც ცნობილია, შერეულ სამხედრო საავიაციო ბაზაზე საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა.

ბაზაზე ასევე იმყოფებიან საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მასთან ერთად იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ასევე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. 

სწვალებაში მონაწილე სამხედროებს დღეს სიტყვით აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსიც მიმართავს. 

დღის ამბები