06 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
ჩვენ საერთო კულტურულმა ფესვებმა დაგვაკავშირა - ლევან იზორია შერეულ სამხედრო საავიაციო ბაზაზე სიტყვით გამოვიდა

„გლობალური უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია,“ - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ ჩვენი ღირსების დაცვის ისტორიულმა ტრადიციებმა, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მისწრაფებამ, საერთო კულტურულმა ფესვებმა დაგვაკავშირა, ეს ფესვები გვაერთიანებს და საერთო პასუხისმგებლობას გვაკისრებს თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროს ჩრდილოატლანტიკური სივრცის განმტიკცების საქმეში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და მრავალფეროვანი წვრთნა ტარდება, რა საქართველოსა და რეგიონული სტაბილურობისათვის ძალიან მნიშნელოვანია.

„ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების სტაბილური და უსაფრთხო უზრუნველყოფა, ჩვენი საერთო ამოცანაა. სწორედ ამ ამოცანის განხორციელების ხელშეწყობაა მრავალეროვნული წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც 2015 წელს აშშ-მა და საქართველომ დავიწყეთ და დღეს სხვა პარტნიორებთან ერთად, ფართო მასშტაბებით ვაგრძელებთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

მან აღნიშნა, რომ წვრთნები მომავალ წლებში კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები