06 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
პატრიარქმა დონალდ და მელანია ტრამპებს საჩუქრად ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გაუგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად, სიონის ტაძარში იმყოფებოდა. ვიცე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ მაიკ პენსს სიონის საკათედრო ტაძრის დათვალიერება სურდა. მაღალი რანგის სტუმარს თავად პატრიარქმა უმასპინძლა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მაიკ პენსსა და მის მეუღლეს წმინდა ნინოს ჯვარი აჩვენეს, რომელიც წელიწადში 2-ჯერ იხსნება.

„მისმა უწმინდესობამ, როდესაც შეიტყო მისი მობრძანების შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში, გადაწყვიტა, რომ თავად შეხვედროდა ძალიან მაღალი რანგის სტუმარს, პატრიარქის მხრიდან ძალიან დიდი პატივისცემის გამოხატულება იყო. ვიცე პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა ენახა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ასევე ზუსტი ასლი ივერონის ყოვლად წმინდა ხატისა, ასევე საშუალება გვეჩვენებინა წმინდა ნინოს ჯვარი,“ - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო აშშ-ის მხარდაჭერას ძალიან აფასებს.

„ვიცე პრეზიდენტმა გამოხატა ძალიან დიდი პატივისცემა და მოწიწება იმ სიწმინდეების მიმართ, რაც არის დაცული სიონის ტაძარში,“ - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მაიკ პენსსა და აშშ-ის მეორე ლედის საჩუქრად ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გადასცა. უწმინდესმა ვიცე პრეზიდენტს ასევე სთხოვა, რომ მისი საჩუქრები - ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი, აშშ-ის პრეზიდენტისთვის და პირველი ლედისთვის, დონალდ და მელანია ტრამპებისთვის გადაეცა.

„ვიცე პრეზიდენტმა ძალიან დიდი პატივისცემით უპასუხა საქართველო პატრიარქს, რომ ის პირადად გააკეთებდა ამას და პირადად გადასცემდა პატრიარქის საჩუქრებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და პირველ ლედის,“ - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

დღის ამბები