06 მაისი 2024,   05:41
ვრცლად
ირაკლი ფირცხალავა ცრუ განცხადებებს აკეთებდა - პროკურორი ე.წ. ციანიდის საქმეზე

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის მოწმე - ირაკლი ფირცხალავა, დაიკითხება. საქმესთან დაკავშირებით კი პროკურატურამ ახალი შუამდგომლობა დააყენა.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება ტყუილია და, რომ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს უშიშროების სტრუქტურებში აგენტად არასდროს უმუშავია.

პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებით საქმეს გამოძიების დასკვნა დაურთო. ბრალდების მხარე სასამართლოსგან ამ გარემოების გათვალისწინებას ითხოვენ.  

„გამოძიების ფარგლებში დადასტურდა, რომ ირაკლი ფირცხალავა ცრუ განცხადებებს აკეთებდა. მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოსდა, ირაკლი მამალაძე არის აგენტი, სიმართლეს არ შეესაბამება,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის მოწმე, ირაკლი ფირცხალავა, დაიკითხება. თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა, ამტკიცებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე  ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე წლებია, უშიშროების სამსახურის აგენტია.

ეს ინფორმაცია კი დაკავებული დეკანოზის ადვოკატებს აფიქრებინებს, რომ ჟურნალისტის ჩვენება მთლიანად სამართალდამცავების შეთხზულია.

„სასამართლოს დაავალდებულებინეს, ორივე მხარეზე, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და ამ თემაზე კომენტარი არ გავაკეთოთ. ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ ვაკეთებთ, რამდენიმე წუთში პროკურორები გამოდიან და თვითონ საუბრობენ, ეს არის ორმაგი სტანდარტი,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები