06 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
ამერიკა იყო და არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ეს ვიზიტი არის ამის დადასტურება - გიორგი კვირიკაშვილი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, შერეული საავიაციო ბაზა უკვე დატოვა. შეერთებული შტატების მიერ ბაზაზე გაკეთებული განცხადებები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯები საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, შეაფასეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა.

„ისტორიული ვიზიტი იყო, ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერის. ამერიკა იყო და არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ეს ვიზიტი არის ამის დადასტურება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა აშშ-ის პრეზიდენტსაც გადაუხადა, რომლის გზავნილებიც მაიკ პენსმა ჩამოიტანა.

„ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს შეერთებული შტატებისგან და ეს არის ნამდვილად ისტორიული შანსი საქართველოსთვის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მაიკ პენსის მესიჯები ძალიან მკაფიო და საქართველოსთვის დასავლურ გზაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე.

 

„დღევანდელი განცხადებებიდან გამოვყოფდი ორ უმნიშვნელოვანესს - „ძალა ერთობაშია“ და „ჩვენ ვართ თქვენთან ერთად“ - ეს იყო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ვიცეპრეზიდენტის მხრიდან, ეს იყო გზავნილები ,რომლებიც მან ჩამოიტანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაჟღერებული გზავნილები იდა ეს არი გამოხატულება უდიდესი მხარდაჭერის. ჩვენ ერთად ვდგავართ თავისუფლების სადარაჯოზე,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

მისი თქმით, საქართველო თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის წინსვლას განაგრძობს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები