06 მაისი 2024,   03:42
ვრცლად
პეტრო პოროშენკოს განკარგულება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე

უკრაინულმა მედიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, განკარგულება გამოაქვეყნა.

უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებული განკარგულება 2017 წლის 26 ივლისით არის დათარიღებული. მასში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, კიდევ 7 ადამიანის სახელი ფიგურირებს.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილ პირებს მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26-ე პუნქტისა და უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-17 და მე-19 მუხლების თანახმად ჩამოერთვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები