06 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო დატოვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველო დატოვა. მაიკ პენსის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ აფრინდა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი შერეულ სამხედრო საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე დაასრულა, სადაც ღირსეული პარტნიორი 2017-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს მიესალმა. 

მაიკ პენსმა სამხედრო ბაზაზე შეკრებილებს განუცხადა, რომ ის საქართველოში დონალდ ტრამპის დავალებით იმყოფება. 

მისი თქმით, ამერიკა და საქართველოს ერთობლივი ღირებულებები აქვთ, რაც თავისუფლებისთვის სწრაფვას გულისხმობს. სამხედრო ბაზაზევე ის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

მანამდე კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქს და პრემიერმინისტრს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საკმაოდ მკაფიო გზავნილები გააჟღერა.

მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკა საქართველოს გვერდით დგას. 

 

 

დღის ამბები