06 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებულ მამა-შვილს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს მიერ კოტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებულ მამა-შვილს, არჩილ და პაატა როგავებს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ განაჩენი გამოუტანა - მათ 2 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, დაახლოებით, 3 თვის წინ გაიტაცეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ.

როგავების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გალის სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველოს, გაეროსა და რუსეთის მხარესთან ერთად, აფხაზთა ჯგუფი მონაწილეობს, უშედეგოა.

ამის გამო, ოჯახის წევრებმა ენგურის ცენტრალურ ხიდზე აქცია რამდენჯერმე გამართეს..

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები ტყვეობაში უკვე რამდენიმე თვეა, იმყოფებიან და საოკუპაციო მხარე დათმობაზე არ მიდის.

დღის ამბები