18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ხმაური, დაკავება და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ენგურის ხიდზე - დაკავებული როგავების ოჯახი აქციას მართავს

ამ წუთებში ენგურის ხიდზე საპროტესტო აქცია იმართება - როგავების ოჯახი სოფელ რიყეში ოკუპანტების მიერ დაკავებული  პაატა და ელგუჯა როგავების გათავისუფლებას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა ელგუჯა როგავას და, დარეჯან როგავა დააკავეს. ამ ფაქტს მისი ოაჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა და დაკავებული დედა და მცირეწლოვანი შვილი პროტესტის ნიშნად პოლიციის მანქანის წინ დაწვნენ.

თავად დარეჯან როგავა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. 

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა გზის ჩაკეტვა სცადეს,  თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც სამართალდამცველებსა და როგავების ოჯახს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგავების ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლება არანაირ ზომებს არ იღებს დაკავებულების გასათავისუფლებლად და ისინი იძულებულები არიან პროტესტის ამ ფორმას მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის პაატა როგავა და 59 წლის არჩილ როგავა სოფელ რიყედან 20 დღის წინ გაიტაცეს. 

დღის ამბები