06 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
ღია საქართველო - დახურული საქართველო - კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის სტატია მაიკ პენსის ვიზიტზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსის, ვიზიტი და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ვრცელ სტატიაში "ღია საქართველო - დახურული საქართველო", ტომას დე ვაალი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარულ სამეზობლოში საქართველო კვლავ წარმატების მაგალითია, არსებობს სამი ელემენტი, რომელიც გვახსენებს, რომ პროცესი შექცევადია. ასეთებად კი დე ვაალი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ქსენოფობიურ გამოვლინებებსა და ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს ასახელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე, ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს ამ საკითხებზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

„ბატონი დე ვაალი კომპეტენტური ექსპერტია, მე მას კარგად ვიცნობ, მაგრამ დღეს, ყოველ შემთხვევაში, ის საკითხები, რომლებიც მან ჩამოთვალა და თქვენ დააფიქსირეთ თქვენ რედაქციასთან კონსულტაციების შემდეგ, არც ბატონმა პენსმა, არც მისმა დელეგაციის წევრებმა ამ საკითხებზე ყურადღება არ გაამახვილეს,“ - აცხადებს თედო ჯაფარიძე.

დღის ამბები