06 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო. ოპოზიციას მაიკ პენსი, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში უსმენდა.

ამერიკის ადმინისტრაციის მთავარ გზავნილებზე ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრეს. საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოში გაწევრიანების ძლიერი მხარდაჭერა პოლიტიკოსებმა ჯერ კიდევ პენსის ვიზიტის მარშრუტში ამოიკითხეს.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების დევნა იყო.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ, მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ საქართველოში დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე ისაუბრა.

ოპოზიციის წევრებმა შეხვედრაზე დააკონკრეტეს ისიც, რომ ხელისუფლების შეტევის ობიექტი, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ეკლესიასთან ერთად, დამოუკიდებელი მედია და პირველ რიგში, რუსთავი2-ია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები