06 მაისი 2024,   05:46
ვრცლად
საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები - ანალიტიკოს ტომას დე ვაალის სტატია

პროგრესის მოლოდინში მყოფი კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი, ტომას დე ვაალი, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკას დადებითად აფასებდა, დღეს იმედგაცრუებას გამოხატავს და საკუთარ სტატიაში იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რათა განვითარების პროცესი არ შეჩერდეს.  

სტატიაში "ღია საქართველო - დახურული საქართველო“ ანალიტიკოსი სამ საკითხზე - საკონსტიტუციო ცვლილებები, ქსენოფობიის ნიშნები და ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმე, მიუთითებს და ამ ფაქტებს "საგანგაშოს" უწოდებს.

ტომას დე ვაალი ერთპარტიული მმართველობის ტენდენციებზე მიუთითებს. ამის ერთ-ერთ დასტურად კი ქართული ოცნების მიერ მომზადებული კონსტიტუციის ახალ ვერსიას ასახელებს.

ანალიტიკოსი ასევე ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს ბოლო პერიოდში გამოვლენილ ქსენოფობიურ ნიშნებს.

„ამ ტენდენციის მანიფესტირება ე. წ ქართულ მარშზეც მოხდა, რომელსაც ცენტრალურ თბილისში, დაახლოებით, 2 ათასი ადმიანი დაესწრო. აქცია უცხოელების, ძირითადად ირანელებისა და თურქების, საწინააღმდეგო სლოგანების ფონზე გაიმართა. ქსენოფობიაა მთავარი მიზეზი იმ წინადადებისა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა,“ - წერს ტომას დე ვაალი.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს დე ვალმა „ისტორიული“ უწოდა, რადგან პირველად ოცი წლის განმავლობაში ქვეყანაში ძალაუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდა. ანალიტიკოსი დარწმუნებული იყო, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ საჯარო სივრცეს შეავსებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები