06 მაისი 2024,   05:48
ვრცლად
მაიკ პენსსა და პატრიარქს შორის 20-წუთიანი შეხვედრის დეტალები და გადაცემული საჩუქრები

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე კურიერს სიონში მაიკ პენსის სტუმრობის დეტალებს უყვება.

სიონის ღვთისმშობლის ხატი პირველი სიწმინდე იყო, რომელიც ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად ნახა. კიდევ ერთი სიწმინდე, რომელზეც ამერიკის ვიცეპრეზიდენტს უამბეს, წმინდა ნინოს ჯვარია.

ამერიკის ვიცეპრეზიდენტს დღეს, ილია მეორესთან ერთად, წმინდა სინოდის წევრების ნაწილი შეხვდა.

სიონის საპატრიარქო ტაძარში მაიკ პენსი და მისი მეუღლე ცალ-ცალკე მივიდნენ, შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან 20 წუთს გაგრძელდა.

მას შემდეგ, რაც ტაძარი მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს, ილია მეორემ ამერიკის ვიცეპრეზიდენტსა და მის მეუღლეს საჩუქრები გადასცა. ძვირფასი ქვებით მოჭედილი თამარ მეფის ოქროს ჯვრის ასლი კარენ პენსიმ მიიღო, ხოლო ვიცეპრეზიდენტს ქართველი იუველირის მიერ დამზადებული ოქროს სამაჯური აჩუქეს, რომელზეც პატრიარქის ხელმოწერაა ამოტვიფრული.

პატრიარქმა მაიკ პენსს ასევე სთხოვა, რომ მისი საჩუქრები - ოქროს ჯვარი და სამაჯური, აშშ-ის პრეზიდენტისთვის და პირველი ლედისთვის გადაეცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები