06 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
მთავრობა სააკაშვილის ექსტრადირების მოლოდინში და ყოფილი პრეზიდენტის პასუხი

მოქალაქეობის გარეშე დარჩენილმა მიხეილ სააკაშვილმა გადამწყვეტი ბრძოლა და უკრაინაში ჩასვლა დაანონსა. ნიუ იორკიდან კიევში საგანგებო პრესკონფერენციაზე გაკეთებული ამ გზავნილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას უპასუხა.

კურიერმა სააკაშვილს თეა წულუკიანის განცხადებაზე, რომ თბილისი ვაშინგტონთან სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს, კითხვა დაუსვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრი ხალხს ზღაპრებს უყვება.

თეა წულუკიანმა განცხადება სააკაშვილის ამერიკაში შესაძლო დაკავებისა და მისი საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ ამერიკის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის, ვიზიტის პარალელურად გააკეთა. იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, ხატია დეკანოიძემ "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

უკრაინულმა გამოცემა ობოზრევატელმა დღეს გაავრცელა ის განკარგულება, რის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა.

სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე, მიიჩნევს, რომ პოროშენკოს ქმედებები უკრაინას კრიზისში შეიყვანს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები