06 მაისი 2024,   01:44
ვრცლად
გამოძიების ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები "გლეხოვიჩისგან" იღებდნენ დავალებებს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, დავით და ტარიელ მახარობლიძეებსა და ასევე გიორგი რეხვიაშვილს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ოფიციალურად ბრალს რამდენიმე წუთში წარუდგენენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები კრიმინალური ავტორიტეტისგან, ზაალ მახარობლიძესგან, იგივე "გლეხოვიჩისგან" იღებდნენ დავალებებს.

გამოძიების ცნობით, თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაკავებული პირები 2 ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ. კურიერის ინფორმაციით, ბიზნესმენები არიან დავით ბუჩუკური და ზაზა ჩიტიშვილი.

დავით და ტარიელ მახარობლიძეების ადვოკატმა რუსთავი2-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ე.წ. "გლეხოვიჩთან" ნათესაური კავშირი აქვთ.

დაცვის მხარის განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი რეხვიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ როგორც მისთვის ცნობილია, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლეხოვიჩს არ იცნობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები