06 მაისი 2024,   04:20
ვრცლად
კლუბ "სექტორ 26"-ში დაპირისპირებისას 23 წლის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, კლუბ "სექტორ 26"-ში მომხდარი დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომლის გარდა, კიდევ ერთი ახალგაზრდაა დაჭრილი. ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.

23 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

დაპირისპირება კლუბ „სექტორ 26"-ში გუშინ გვიან ღამით მოხდა, სროლის დროს დაიჭრა ასევე დაცვის თანამშრომელიც, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

სროლის ხმა კლუბში, დაახლოებით, ღამის 2:00-დან 3:00 საათამდე ისმოდა. კლუბის თანამშრომლები ამბობენ, რომ ღამით მომუშავე პერსონალი არ უნახავთ და მომხდარის დეტალები არ იციან.

საქმეს პროკურატურა იძიებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები