06 მაისი 2024,   05:38
ვრცლად
ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებაა - ქეთევან ციხელაშვილი

„ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები, ფაქტობრივად არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და ერთ-ერთი ფორმა იმ ბარიკადებისა, რომელიც წლების განმავლობაში ივლებოდა,“ - ეს განაცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ არცევთან ე.წ. ხანძარ-საწინააღმდეგო ხნულის გავლებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ე.წ. მესაზღვრეები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ არცევთან ე.წ. ხანძარ-საწინააღმდეგო ხნულის გავლებას ხვალიდან დაიწყებენ.

„ასეთი განზრახვის არსებობის თაობაზე, განცხადება გაკეთდა სოფელ არცევთან სიახლოვეს. ზუსტად გუშინ ამ სოფლის და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა პირიქით ითხოვდა იმას, რომ მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან და ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ გადაიდგას მოსახლეობის ინტერესების შემხვედრი ნაბიჯები და არა მათ საპირისპიროდ, ახალი ბარიკადები აიგოს,“ - აცხადებს ციხელაშვილი.

ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ეს საინჟინრო სამუშაოებია, რომელიც 18 აგვისტომდე გაგრძელდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამუშაოები პროფილაქტიკური ხასიათისაა და რეგიონში ხანძრებთან დაკავშირებით არასასურველი პროგნოზს უკავშირდება.

დღის ამბები