06 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ელენე ხოშტარია გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა

„ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მოსახლეობის ინფორმაციით, გლდანის მესამე "ა" მიკრორაიონის 23-ე და 24-ე კორპუსების მცხოვრებლებმა არა ერთხელ მიმართეს თბილისის მერიასა და გამგეობას, კორპუსებს შორის არსებული ხელოვნურად დაყრილი მიწის გასატანად და ადგილზე სკვერის მოსაწყობად.

გამგეობა ადგილობრივებს სკვერის მოწყობას დაპირდა, თუმცა მოგვიანებით უარი უთხრა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ერთადერთი სტადიონის გარდა, რომელიც კეთილმოწყობილი არ არის, ბავშვებს გასართობი სივრცე არ აქვთ.

დღის ამბები