06 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
ავღანეთში ტერორისტები ნატოს კოლონას თავს დაესხნენ

მორიგი თავდასხმა საერთაშორისო კონტინგენტზე ავღანეთში. ტერორისტები ნატოს კოლონას ყანდაღარის პროვინციაში დაესხნენ თავს. ალიანსის წარმომადგენელის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც დანაღმულ მანქანას მართავდა, კონვოის ერთერთ მანქანას დაეჯახა და აფეთქდა.

სამხედრო მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა კონკრეტული მონაცემები არ გაუხმაურებიათ. ეს უკვე მეორე მასშტაბური თავდასხმა იყო დღის განმავლობაში.

გამთენიისას ტერორისტების სამიზნე ქალაქ ჰერატის შიიტი მუსლიმების მეჩეთი გახდა, სადაც თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები