06 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული პროცესზე ცუდად გახდა

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ტარიელ მახარობლიძე სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი საქალაქო სასამართლოდან იტყობინება. 

საქალაქო სასამართლო ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა. პროცესი ხმაურით დაიწყო. 

დავით და ტარიელ მახარობლიძეებს, ასევე გიორგი რეხვიაშვილს ბრალი გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულები კრიმინალური ავტორიტეტის "გლეხოვიჩის" დავალებებს ასრულებდნენ და ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ.

პროცესი უკვე განახლდა.

 

 

დღის ამბები